გ.თევზაძე (2012) რა არის განმანათლებლობა? თბილისი გამომცემლობა: "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" გვ. 5 (მოძიებულია 03.06.2018)
რადიო თავისუფლება იმანუელ კანტი / მიშელ ფუკო: "რა არის განმანათლებლობა?" https://www.radiotavisupleba.ge/a/weekly-literary-program-enlightenment/24885015.html ( მოძიებულია 03.06.2018)
რადიო თავისუფლება იმანუელ კანტი / მიშელ ფუკო: "რა არის განმანათლებლობა?" https://www.radiotavisupleba.ge/a/weekly-literary-program-enlightenment/24885015.html ( მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ.21 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ.25 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ.25 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ, 29 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ, 49 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმა ათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ, 69 (მოძიებულია 03.06.2018)
გ.ზედანია კანტისა და განმანათლებლობის შესახებ http://online.iliauni.edu.ge/ka/lecture/kantisa-da-ganmanatleblobis-shesaxeb-/7/transcript/nawili-ii/23 (მოძიებულია 03.06.2018)
ი.ბურდული პოსტმოდერნიზმის ზოგადკულტურული პარადიგმა პატრიკ ზიუსკინდის ნარატივში" http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.17&d=HASH01410c2271a1d2941c8e11f6.6.fc (მოძიებულია 03.06.2018)
ფილოსოფიის ისტორია. განმანათლებლობის თვითგამანადგურებელი დიალექტიკა http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL2.23&d=HASH01ae5d5fdac81d70947e720c.2.2.1 (მოძიებულია 03.06.2018)
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი
თამარ მელაძე
მაქს ჰორკჰაიმერსა და თეოდორ ვ. ადორნოს განმანათლებლობის დიალექტიკის" წინააღმდეგობების განხილვა განმანათლებლობის კანტისეულ განსაზღვრებასთან მიმართებაში"
2018
თბილისი
სარჩევი
მაქს ჰორკჰაიმერსა და თეოდორ ვ. ადორნოს განმანათლებლობის დიალექტიკის" წინააღმდეგობების განხილვა განმანათლებლობის კანტისეულ განსაზღვრებასთან მიმართებაში" 2
შესავალი 2
პრობლემის დასმა 3
არგუმენტირება 5
დასკვნა 7
გამოყენებული ლიტერატურა: 8
მაქს ჰორკჰაიმერსა და თეოდორ ვ. ადორნოს განმანათლებლობის დიალექტიკის" წინააღმდეგობების განხილვა განმანათლებლობის კანტისეულ განსაზღვრებასთან მიმართებაში"
შესავალი
იმანუელ კანტმა რომელიც თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და დამაარსებელია, მე-18 საუკუნიდან მოყოლებული დაგვიტოვა დიდი კითხვის ნიშანი საკითხზე თუ რას არმოადგენს სინამდვილეში განმანათლებლობა და როგორ შეიძლება მივაღწიოთ მას. მართალია პირველად ეს კითხვა 1783 წელს იოჰან ფრიდრიხ ციოლერის მიერ ბერლინის თვის გამოცემაში" გამოქვეყნებულ სტატიაში დაისვა, თუმცა საკითხისადმი კანტისეული მიდგომა დღეს ფართო განხილვისა და მსჯელობის საგანს წარმოადგენს, რომელიც არაერთმა ცნობილმა მოღვაწემემ გააკრიტიკა. ჩემი ესსე რომელიც განმანათლებლობის საკითხით დაინტერესებულ ორ მეცნიერს მაქს ჰორკჰაიმერსა და თეოდორ ვ. ადორნოს ეხება, ეცდება განიხილოს ის დაპირისპირებები და აზრთა სხვადასხვაობა რომელიც განმანათლებლობის საკითხის ირგვლივ ჩამოაყალიბეს და კანტისეული განმანათლებლობის ჭეშმარიტება ეჭვის ქვეშ დააყენეს.
კანტისათვის განმანათლებლობის მთავარი არსი ეს ის პროცესია რომლითაც ადამიანი გამოდის უმწიფრობის ხანიდან, რომელიც კანტისავე განმარტებით მისივე ბრალია. თუ ამ ლოგიკას მივყვებით ბუნებრივია ისმის კითხვა რას წარმოადგენს სინამდვილეში უმწიფრობა? "უმწიფრობა" აქ ადამიანური ნების გარკვეული მდგომარეობაა, როდესაც ავტორიტეტის აზრი ფარავს პიროვნულ განსჯებს, ხოლო "განმანათლებლობა" კი სიმამაცის აქტია, რომელიც პიროვნულად უნდა განხორციელდეს. შესაბამისად ადამიანი თავადვეა როგორც დამნაშავე, ისევე საკუთარი თავის მესია დააღწიოს თავი არსებულ მდგომარეობას. კანტს განმანათლებლობის საწინდარად მიაჩნია გონება, განსაკუთრებით კი იგი დიდ იმედებს მის საჯარო გამოყენებაზე ამყარებს. ფაქტობრივად, კანტისთვის გონებაზე აპელირება თავიდანვე მოიცავს გამბედაობას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს საზოგადოება, თუმცა ეს ცვლილება არავითარ შემთვევაში არაა გაიგივებული ზედაპირულ ცვლილებასთან. კანტის ეს ფრაზა მკაფიოდ აღწერს განმანათლებლობის მიზნებს და იმას თუ რამხელა არსი დევს ადამიანის გონების სწორ მოქმედებაში: რევოლუციით ალბათ შეიძლება პიროვნული დესპოტიისა და მოგებასა ან ბატონობაზე მიმართული ჩაგვრის დამხობა, მაგრამ არასოდეს – აზროვნების წესის ნამდვილი რეფორმა". აი სწორედ ესაა განმანათლებლობის კანტისეული განსაზღვრება აზროვნება, სწორი მსჯელობა, საკუთარი მდგომარეობის გაანალიზება და ბრძოლა ცვლილებებისათვის რაციონალურად.
პრობლემის დასმა
ტექსტის გამოქვეყნებიდან 2 საუკუნის შემდგომ ფრანკფურტის სკოლის ორმა წარმომადგენელმა მაქს ჰორკჰაიმერმა და თეოდორ ადორნომ განმანათლებლობის საკითხის სრულიად განსხვავებული ასპექტები გადმოწიეს წინა პლანზე. არის რიგი თემები, რომელშიც ისინი კანტს ეთანხმებიან, მაგრამ ამავე დროს აკრიტიკებენ განმანათლებლობის ასეთ გააზრებას გონების შესაძლებლობებზე უსაზღვრო რწმენაში და შემოაქვთ ცნება განმანათლებლობის ტოტალიტარულობა.
ავტორები ყურადღებას ამახვილებენ განმანათლებლობის იმ შეხედულებებზე რომელიც დამკვიდრებული სახით გვხვდება ფილოსოფიაში მაგალითად , აზრი რომლის მიხედვითაც განმანათლებლობა ოდითგანვე ისახავდა მიზნად შიშისაგან ადამიანთა გათავისუფლებას ეს ფაქტობრივად ეხმიანება გამბედაობას რომელიც კანტისეული უმწიფრობის ხანიდან გამოსვლას ემსახურება, გააქრო შიში რომელიც გამყოფებს ამ მდგომარეობაში. კანტისეული განმანათლებლობის იდეალისადმი წარსულში დამკვიდრებული უსაზღვრო რწმენა ნაშრომში იკვეთება იმ კუთხითაც რომ განმანათლებლობას წარმოსახვის დამარცხებაში ხედავდნენ წინამორბედნი, რომელსაც ცოდნის საშუალებით აკეთებენენ ადამიანები. თუმცა იკვეთება საკვაძო საკითხი რა არის ეს ცოდნა? რომელიც ასე გავაერთიანეთ განმანათლებლობაში ? ადორნო და ჰორკჰაიმერი ამაზე გვპასუხობენ განმანათლებლობის ნაკლის დანახვის მიზნით: განმანათლებლობისათვის საეჭვოდ იქცევა ის რაც, გამოთვლადობისა და სარგებლიანობის საზომზე მორგებას არ ისრუვებს". შესაბამისად ავტორების დამოკიდებულება არ არის ჭეშმარიტი რწმენა განმანათლებლობის რომელიც მოიცავს ყველას და ყველაფერს. თუ კარგად დავაკვირდებით შეიძლება აღმოვაჩინოთ ის ელემენტი რაზეც ისინი მიგვითითებენ, რომ იქნებ განმანათლებლობას თვალსაწიერიდან რჩება ის რაც მისთვისაც გაუგებარია, რაც არ იზომება რაც არაა ხილული.
განვაგრძოთ კრიტიკის შემდეგი ელემენტის განხილვით. განმანათლებლობის კანტისეული განსაზღვრებით ცოდნამ მითები უნდა დაამსხვრიოს, მაგრამ ავტორები აქაც საწინააღმდეგო აზრს ავითარებენ, რომ თავად განმანათლებლობა საკუთარ თავს ამ მითებში ამოიცნობს, რადგან რა სახის მითებსაც არ უნდა დაეყრდნოს წინააღმდეგობა მითები იმ გამხრწნელი რაციონალობის პრინციპს აღიარებენ, თავადვე განმათლებლობას რომ საყვედურობენ". ციტატა ნათელია რომ ხაზ უსვამს განმანათლებლობის სრულყოფილების ეჭვებს და მის უცილობელ კავშირებს იმასთან რის განდევნასაც ცოდნის ძალით ამდენი საუკუნე უტევდა განმანათლებლობა. გარდა ამისა ავტორების აზრით მითები რომელსაც ახლა ის ანგრევს სწორედ განმანათლებლობის წარმონაქმნები იყვნენ, ვინაიდან სწორედ მითოლოგიამ წარმოშვა განმანათლებლობის უსასრულო პროცესი და რომ მითოსი სწორედაც რომ განმა ათლებლობაში გადადის. ავტორები ბუნებრივია კანტისეული მითებიდან გათავისუფლების თეორიას სრულიან უარყოფენ და ემიჯნებიან აზრს რომ მითები ეს უმწიფრობის ხანის ნაწილია. განმანათლებლობის ეს ნაკლი კარგად იკვეთება იმაში რომ მისი აზროვნება მართალია მითების ჭეშმარიტებას დაუპირისპირდა მაგრამ აზროვნება და მათემატიკა ერთმანეთს დაუკავშირა და მათემატიზაციის ეს პროცესი უსასრულო განვითარებისთვის გამოიყენა რომელიც ავტორების აზრით დრო და დრო უტყუარ აქსიომებად და კანონებად იქცა.
განმანათლებლობისადმი მთავარი წინააღმდეგობა ავტორების მიერ მის დადანაშაულებაზე მოდის, რომ იგი ტოტალიტარულია. მათი აზრით განმანათლებლობას აქვს პრეტენზია რომ იგი ჭეშმარიტი გზაა სრულყოფილებისკენ. ჰორკჰაიმერი და ადორნო ამაზე კი პასუხობენ სიტყვებით: განმანათლებლობა საგნებს ისევე მიემართება, როგორც დიქტატორი ადამიანებს". აქ ავტორებს სურთ აღწერონ თუ რამდენად დიდია განმანათლებლობის ამბიცია რომ მოიცავს ყველაფერს და რომ სწორედ ეს ფაქტი ხდის მას ტოტალიტარულს რომელსაც საზოგადოების გარდაქმნა მისივე ჭეშმარიტებით სწადია. ავტორებისათვის განმანათლებლობა ტოტალიტარულია რადგან მას მიიჩნევენ სისტემად, რომელიც თავისივე არსით ყოველთვის ტოტალიტარულია. გარდა ამისა, განმანათლებლობა არაჭეშმარიტად მათ არა დამკვიდრებული ლოგიკის გამო: ანალიტიკური მეთოდის, ელემენტებზე უკუსვლის ან რეფლექსიით გახრწნის გამო კი არ მიაჩნიათ, არამედ იმიტომ რომ იგი ტოტალიტარულია და მისთვის პროცესები თავიდანვე გადაწყვეტილი და ნათელია. ტოტალურობასთან დაკვშირებით საინტერესოა თუ როგორ გვთავაზობენ ბატონობის ცნების გაგებას ავტორები. მათთვის ბატონობა ეს სულის განვითარებაზეც შეიძლება აისახოს არა მხოლოდ ფიზიკური დამონება და რომ ის საკუთარ თავთან გაუცხოების დროსაც შეიძლება არსებობდეს. ავტორები სავარაუდოა რომ ასეთ წინააღმდეგობრიობას საკუთარ თავთან გვთავაზობენ განმანათლებლობის დაკანონებით, რომელიც ადამიანს ასაგნებს. საინტერესო აზრს ავითარებენ უმწიფრობიდან გამოსვლის ანუ განმანათლებლობის ტოტალურობისა და ძალადობრივი სისტემის დასამტკიცებლად და ამბობენ რომ სისტემას რომელსაც ადამიანები ბუნების ძალადობიდან გამოყავს თავადვე იყენებს ძალადობას მათ მიმართ. სწორედ ის ამბიცია განმანათლებლობის რომელიც კანტს მოყავს ჰორკჰაიმერსა და ადორნოს მთავარი მიზნის საპირისპიროდ მოყავთ. შესაბამისად, განმანათლებლობას ადამიანი სწორედ ამ მდგომარეობამდე მიყავს და ხება დამონებული და გაუცხოებული.
განმანათლებლობის პრობლემის დასმისას არ უნდა გამოგვრჩეს განმანათლებლობის დადანაშაულება კაპიტალიზმის განვითარებაში, რომელსაც ავტორები ადამიანის გაუცხოებასთან აკავშირებენ. კაპიტალიზმი მათი აზრით ისევე ათავისუფლებს მეწარმეებს როგორც ყალბი ჭეშმარიტების ამბიციის მქონე განმანათლებლობა. მას ადანაშაულებს იმაში რომ სწორედ განმანათლებლობის ბრალია რომ ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ ნივთთან ასოცირებს. იგი გახდა გაუცხოებული გარემოსთან და მის ქმნილებებთან, პროლეტარიატის წარმოშობა მათი მთავარი არგუმენტია. ამის უკან კი ბუნებრივია მიაჩნიათ რომ იმალება ის ტოტალიტარული ძალა რომელიც განმანათლებლობით იკვებება. მთავარი ნაკლი კი ჩემი აზრით ავტორებმა გაუცხოებაში დაინახეს სადაც ინდივიდებს საკუთარი თავის გაყიდვა უწევთ თვით გადარჩენისათვის, რომელიც იძულებითი ხასიათისაა. მათი აზრით სწორედ ინდუსტრიალიზაცია გახდა ადამიანის ტოტალური დამორჩილების მიზეზი.
მას შემდეგ რაც დაისვა ჩემი აზრით განმანათლებლობის დიალექტიკის" საკვანძო თემები, ვფიქრობ საჭიროა დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია, თუ რამდენად ვეთანხმები ან არ ვეთანხმები კანტისეული განმანათლებლობის მსგავს გადააზრებასა და კრიტიკას.
არგუმენტირება
ზემოთ ჰორკჰაიმერისა და ადორნოს მიერ თითოეული დასმული პრობლემის არგუმენტი ბუნებრივია მისაღები და დამაჯერებელია, თუმცა ჩემი აზრით სერიოზული საწინააღმდეგო არგუმენტები შეიძლება იქნას მოყვანილი. მე პირადად არ ვეთანხმები ავტორებს და განმანათლებლობა ჩემთვისაც სწორედ იმ იდეალს უკავშირდება რომელსაც შეუძლია ადამიანების უმწიფრობიდან გამოყვანა და კანტისეული რწმენით საზოგადოების შეცვლა გონების შესაძლებლობებზე დაყრდნობით. ჰორკჰაიმერი და ადორნო განმანათლებლობის კრიტიკას იწყებენ თავად ცოდნის ეჭვქვეშ დაყენებით თუ როგორია ის ცოდნა რომელსაც განმანათლებლობა ესწრაფვის ისინი ადანაშაულებენ მას რომ რაც არაა გაზომვადი მას უარყობს განმანათლებლობა, თუმცა ვფიქრობ ამის პასუხი იქნება თავად კანტის ის ფუნდამენტური ნაშრომი, რომელშიც მას განმანათლებლობით დაგროვილი ცოდნა სწორედ განსჯისა და კრიტიკი საშუალებით შექმნილი ცოდნა წარმოუდგენია. ლოგიკურადაც რომ მივყვეთ შეუძლებლად მიმაჩნია შეიქმნას ისეთი ცოდნა რომელიც არ მტკიცდება და არ ჯდება რომელიმე გასაზომ სკალაზე. სწორედ ესაა კრიტიკული მიდგომა კანტისათვის. შეიქმნას ცოდნა კრიტიკის საფუძველზე, რომელიც არ ნიშნავს უარყოფას , არამედ ნიშნავს უბრალოდ განსჯის გამოყენებას.
ავტორების მორიგი შეხედულებით, მითები თავად განმანათლებლობის ნაწილია და სწორედ მათ წამოიწყეს ის პროცესი რომელიც მუდმივი რგოლია და განმანათლებლობას ერთგვარ ნაზავად აქცევს. განმანათლებლობის კანტისეული გაგებით მითები და წრურწმენები ადამიანს ხელს უშლის უმწიფორბიდან გამოსვლაში, რომელიც უკვე დიდი ხანია ადამიანის კომფორტის ზონადაა ქცეული მისი სილაჩრის გამო. ავტორების აზრით მითები არაა უმწიფრობის ნაწილი მაგრამ თუკი მივყვებით ია ბურდულის განარტებას პოსტმოდერნიზმის ზოგადკულტურული პარადიგმა პატრიკ ზიუსკინდის ნარატივში" აღმოვაჩენთ რომ მითოლოგიური შემეცნებით, მითი რეალურია, კონკრეტულია, ცხოვრებისეულია, მაგრამ სულაც არ არის იდეალური, რაც კანტისეული აზრის მიყოლაა რადგან სწორედ მითებისგან თავის დასაღწევადაა განმანათლებლობა იდეალიზმისკენ ლტოლვა. ამ განმარტებით იგი შეიცავს ცხოვრებისეულ ვნებებსა და ადამიანურ განცდებს - შურს, სიყვარულს, სიძულვილს, რაც ბუნებრივია ხშირად ხდება ადამიანის უმეცრების მიზეზი. შესაბამისად ის რომ მითები ცალსახად განმანათლებლობის ნაწილად მოვიხსენიოთ ვფიქრობ არასწორია, ისევე როგორც მითები მხოლოდ უმწიფრობის ხანის სენი. ჯობს ამ ლოგიკაში ოქროს შუალედის პოვნა.
ავტორების კიდევ ერთი კრიტიკა კანტისეული განმანათლებლობის არის განმანათლებლობის ტოტალურობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ავტორებს სრულიად საფუძვლიანად აქვთ ეჭვი რომ გონებისადმი სრული მინდობა შეიძლება საფრთხეების შემცველი აღმოჩნდეს თუმცა, იმ ბოროტების დახატვა რომელიც მათი აზრით ანმანათლებლობას შეუძლია უკვე 2 საუკუნეა არ განხორციელებულა. ამას გარდა, გონება ერთადერთია რაც ისტორიულად კაცობრიობის პროგრესის მიზეზი იყო, თანაც გონების შესაძლებლობებზე ეჭვის დაყენება ვფიქრობ თავად წინააღმდეგობაში მოდის რაციონალიზმის არსთან. საინტერესოა, კითხვის მიბრუნება ავტორებისათვის თუ გონებას არ ძალუძს ტოტალური ცონის შექმნა რა გარანტიაა რომ მათი მსჯელობაც შეიძლება ეწინააღმდეგება ამ განმარტებას იყოს ჭეშმარიტი?
დაბოლოს, კაპიტალიზმის წარმოშობაში განმანათლებლობის დადანაშაულება. ბუნებრივია ვთანხმდებით, რომ ინდუსტრიალიზაციის პერიოდში კაპიტალიზმი რომელიც ე.წ ველური სახით არსებობდა წარსულს ჩაბარდა და დღეს გამოსწორდა ის ხარვზები რომელიც გაუცხოების მთავარ მიზეზად რჩებოდა. ამის დამსახურებაა ის თეორიები რომელიც სწორედ გონების საშუალებით იქნა გადმოტანილი პრაქტიკაში. ჰორკჰაიმერი და ადორნო ვფიქრობ ამ საკითხს მეტად მემარცხენე პოზიციიდან უყურებენ და სუბიექტურობიდან გამომდინარე კაპიტალიზმს, რომელიც უარყოფით მოვლენად მიაჩნიათ, ისევე განმანათლებლობის ასეთი არასწორი მიმართულებით წაყვანის გამო აკრიტიკებენ. თუმცა, კანტი ამას სწორედ უმწიფრობას დაარქმევდა და არა განმანათლებლობის პირმშოს, ვინაიდან ხშირად პროლეტარიატს სწორედ ის გამბედაობა არ ჰყოფნიდა, რომელიც მას უმწიფრობიდან გამოიყვანდა და მაინც იქნებ კაპიტალიზმია სწორედ ის უმწიფრობა და არა განმანათლებლობა?!
დასკვნა
დასკვნის სახით უნდა ითქვას რომ კანტის ფუნდამენტური მიდგომა განმანათლებლობის შესახებ მრავალი ინტერპრეტაციის საგანია სწორედ მისი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. მართალია, ჰორკჰაიმერისა და ადორნოს აზრით ,,სამყაროს ისტორია და განმანათლებლობა ერთმანეთთან იგივდება", თუმცა კი განმანათლებლობის მწვერვალს თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება წარმოადგენს. ჰორკჰაიმერისა და ადორნოს აზრით, განმანათლებლობა და, მაშასადამე, მთელი დასავლური ცივილიზაცია დადაღულია შინაგანი თვითგამანადგურებელი დიალექტიკის ნიშნით, რადგანაც ბუნებაზე სულ უფრო სრულად ბატონობის პრეტენზია ადამიანის ადამიანზე პროგრესულ ბატონობად და ინდივიდის სოციალური სისტემისადმი დამონებად იქცევა.
ჩემი აზრით არის რიგი საკითხები რაზეც კანტის ჰორკჰაიმერისა და ადორნოსეული კრიტიკა არის სამართლიანი და ჯანსაღი მაგრამ არის საკითხები რომელიც ჩემთვის პირადად მისაღები მხოლოდ კანტისეული თეორიიდანაა გასაგები, ბუნებრივია ეს არ გულისხმობს არსებული განსჯის უარყოფას. ასევე მინდა აღვნიშნო რომ განმანათლებლობის დიალექტიკა" გარკვეულწილად თავის თავს ეწინააღმდეგება, როდესაც მითს განმანათლებლობად აღიქვამს და პარალელურად ცდილობს, მითი წარმოაჩინოს მისტერიისაგან დაცლილად და საერთოდ ზედაპირულობით დაშალოს იგი. თუ ის არ ითვალისწინებს ამ უკუქცევით პროცესს საკუთარ თავთან მიმართებაში, მაშინ ამით განმანათლებლობას საკუთარი თავისთვისაც გამოაქვს განაჩენი. გარდა ამისა, განმანათლებლობის ტოტალურობის განხილვა, რომელიც ავტორების ერთ-ერთ მთავარ საკვანძო საკითხს წარმოადგენს, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტშია განხილული როცა კანტს ნაშრომში კარგად აქვს აღნიშნული თუ რამდენად დიდი სიკეთე შეიძლება მოუტანოს გონების საჯარო გამოყენებამ კაცობრიობას.
გამოყენებული ლიტერატურა:
გ.თევზაძე (2012) რა არის განმანათლებლობა? თბილისი გამომცემლობა: "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" გვ. 5 (მოძიებულია 03.06.2018)
რადიო თავისუფლება იმანუელ კანტი / მიშელ ფუკო: "რა არის განმანათლებლობა?" https://www.radiotavisupleba.ge/a/weekly-literary-program-enlightenment/24885015.html ( მოძიებულია 03.06.2018)
რადიო თავისუფლება იმანუელ კანტი / მიშელ ფუკო: "რა არის განმანათლებლობა?" https://www.radiotavisupleba.ge/a/weekly-literary-program-enlightenment/24885015.html ( მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ.21 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ.25 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ.25 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ, 29 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ, 49 (მოძიებულია 03.06.2018)
მ.ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები გამომცემლობა: საგა, თბილისი 2012 გვ, 69 (მოძიებულია 03.06.2018)
გ.ზედანია კანტისა და განმანათლებლობის შესახებ http://online.iliauni.edu.ge/ka/lecture/kantisa-da-ganmanatleblobis-shesaxeb-/7/transcript/nawili-ii/23 (მოძიებულია 03.06.2018)
ი.ბურდული პოსტმოდერნიზმის ზოგადკულტურული პარადიგმა პატრიკ ზიუსკინდის ნარატივში" http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.17&d=HASH01410c2271a1d2941c8e11f6.6.fc (მოძიებულია 03.06.2018)
ფილოსოფიის ისტორია. განმანათლებლობის თვითგამანადგურებელი დიალექტიკა http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL2.23&d=HASH01ae5d5fdac81d70947e720c.2.2.1 (მოძიებულია 03.06.2018)
Report "მაქს ჰორკჰაიმერი და თეოდორ ვ. ადორნო.docx"